Aa
Aa

მეივეზერი Associated Press-ს დაუპირისპირდა - „გასული დეკადის საუკეთესო სპორტსმენი მე ვარ და არა ლებრონი"

ფლოიდ მეივეზერი თვლის, რომ Associated Press შეცდა, როცა გასული დეკადის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად ლებრონ ჯეიმსი დაასახელა. ლეგენდარულ მოკრივეს მიაჩნია, რომ ეს ჯილდო მას ეკუთვნოდა.

„ლებრონ ჯეიმსი ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველას მშვენივრად მოეხსენება, რომ გასული დეკადის საუკეთესო სპორტსმენი მე ვარ. ჩემ უკან არც Gatorade, არც Sprite და არც Nike-ია და შესაძლოა ეს ჯილდო სწორედ ამიტომ ვერ მოვიგე.

რეალობას თვალს თუ გავუსწორებთ, მივხვდებით, რომ გასულ დეკადაში ნომერ პირველი მე ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ვთვლი, რომ გასული ორი დეკადის საუკეთესო სპორტსმენი ვარ“.

შეგახსენებთ, რომ Associated Press-ის რჩეულისთვის ბრძოლაში ლებრონ ჯეიმსმა ტომ ბრეიდის, უსეინ ბოლტს, ლიონელ მესისა და მაიკლ ფელფსს აჯობა. აღსანიშნავია, რომ ამერიკულ გამოცემას მეივეზერი წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენადაც არცერთხელ დაუსახელებია.

ცხელი ამბები