უაილდერი თუ ფიური - ჯოშუასა და კლიჩკოს პროგნოზი
Aa
Aa

უაილდერი თუ ფიური - ჯოშუასა და კლიჩკოს პროგნოზი

კრივის გულშემატკივრები 23 თებერვალს მოუთმენლად ელიან. როგორც მოგეხსენებათ ამ დღეს WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი დეონტეი უაილდერი ტაისონ ფიურის შეერკინება. ხსენებული დაპირისპირების შესახებ პროგნოზი ენტონი ჯოშუამ და ვლადიმირ კლიჩკომ გააკეთეს.

ჯოშუა

"უაილდერი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს, თუ მეტოქეს დაანოკაუტებს. ფიური კი მსაჯების იმედადაა. ტაისონი მაღალი დონის მოკრივეა და დეონტეიმ ის სათანადოდ თუ არ დააფასა, სერიოზული პრობლემები შეექმნება. წარმატებები ფიურის. გამიხარდება მძიმე წონითი დივიზიონის ყველა საჩემპიონო ქამარი ბრიტანელ მოკრივეთა მფლობელობაში თუ აღმოჩნდება".

კლიჩკო

„მჯერა და იმედი მაქვს, რომ ფიური გაიმარჯვებს. თუ უაილდერმა ნოკაუტი ვერ გაიფორმა, დარწმუნებული ვარ ქულებით ფიური მოიგებს. ვნახოთ რა მოხდება. თუ ფიურიმ საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა, მისთვის ბევრი რამ შეიცვლება".

ცხელი ამბები