ლომაძის შთამბეჭდავი სვლა ფინალში დასრულდა - მარცხი მსოფლიო ჩემპიონთან
რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის, საქართველოს ნაკრებმა მე-4 და ამჯერადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალში იური ლომაძის მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონი გერმანელი სტაებლერსი იყო, რომელმაც ძალიან დამაჯერებლად იჭიდავა და საწყის წუთებს თუ არ ჩავთვლით, ქართველ ფალავანს შანსი არ დაუტოვა და 6:2 დაამარცხა.
ლომაძემ ფინალამდე ულამაზესი საჭიდაო სტილი აჩვენა, რომელმაც 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში რთული ბადე გაიარა. საფინალო გზაზე მან ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი სერბი დავორ სტეფანეკი 6-4, ბელარუსი კანკოუ 11-0, ხორცატი ეტლინგერი 11-0 და თურქი სელჩუკ ჩენი 7-0 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ დღესვე 60 კგ. წონით კატეგორიაში ამირან შავაძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუსი ჯამბულატ ლოკაევი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ფინალური ჯახი 6:6 დასრულდა. მეტოქისგან განსხვავებით ქართველი ფალავანის მიერ მოპოვებული ქულები ილეთის შედეგად იყო მოპოვებული.
საქართველოს ნაკრებმა რომში ჯამში 4 მედალი მოიპოვა: 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.