კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა
Aa
Aa

კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

ლეგენდარული კობი ბრაიანტი 41 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. შემთხვევა, ადგილობრივი დროით, კვირას დილით, კალიფორნიაში, კერძოდ კი კალაბასასში მოხდა.

ვერტმფრენში ბრაიანტთან ერთად 8 პირი იმყოფებოდა, რომელთა გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინფორმაციას ამერიკული პრესა ადასტურებს. CNN-ის ცნობით, ვერტმფრენში კობი ბრაიანტი ნამდვილად იმყოფებოდა და იგი, ისევე როგორც, დანარჩენი 8 ადამიანი, გარდაცვლილია.

არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენში ბრაიანტის მეუღლე არ იმყოფებოდა, თუმცა იქ ლეგენდარული კალათბურთელის ერთ-ერთი შვილი, ჯიანა იყო. ამ ეტაპზე, ავიაკატასტროფის გამოწვევი მიზეზი უცნობია.

კობი ბრაიანტმა მთელი პროფესიული კარიერა ''ლოს ანჯელეს ლეიკერსს'' მიუძღვნა, კლუბის ღირსებას 1996-2016 წლებში იცავდა. ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გამარჯვებული ხუთჯერ გახდა (2000, 2001, 2002, 2009 და 2010 წლებში).

ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა კარიერა 2016 წლის აპრილში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები