Aa
Aa

ჯანი შესაძლოა ბუნდესლიგაში დაბრუნდეს

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით დორტმუნდი ემრე ჯანის ტრანსფერზე მუშაობს. ტურინელები ჯანის კატალონიის ‘‘ბარსელონას’’ სთავაზობდნენ, გარიგება ივან რაკიტიჩის ‘‘იუვეში’’ გადაბარგებასაც გულისხმობდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა,

‘‘ლივერპულის’’ ყოფილი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს დორტმუნდელები იჩენენ და მათი მიზანი ჯანის ბუნდესლიგაში დაბრუნება, სადაც ფეხბურთელს მხოლოდ ერთი სრულყოფილი სეზონი გაუტარებია. 2013-14 წლების სეზონში 26 წლის გერმანელი ლევერკუზენის ‘‘ბაიერის’’ ღირსებას იცავდა და ბუნდესლიგის 29 მატჩში 3 გოლი შეაგო.

‘‘ლივერპულში’’ იურგენ კლოპთან მუშაობის შემდეგ მოთამაშემ ძალები ბუნდესლიგაში მოსინჯა, გასული სეზონისგან განსხვავებით მცირე სათამაშო დრო აქვს, სარიმ სერია ა-ში სასტარტოში მხოლოდ ორჯერ ათამაშა და ცხადია ჯანის სურვილი გუნდის დატოვებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები