გლუშაკოვი:''ანანიძეს ინტელექტი აქვს და მწვრთნელის ნდობა სჭირდება''
Aa
Aa

გლუშაკოვი:''ანანიძეს ინტელექტი აქვს და მწვრთნელის ნდობა სჭირდება''

რუსეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა დენის გლუშაკოვმა ყოფილი თანაგუნდელის, ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა. 32 წლის გლუშაკოვი რუსულ მედიას ესაუბრა, მისი თქმით ანანიძემ ''სპარტაკში'' შესაძლებლობები ტრავმების გამო ვერ გამოავლინა.

გლუშაკოვი:''ჯანომ ''სპარტაკში'' თამაში საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო, ვიცი რატომ ვერ გაამართლა მოლოდინი, მას ტრავმებმა ხელი შეუშალეს მაქსიმალურად გამოევლინა შესაძლებლობები, თუმცა მან მოახერხა და ''სპარტაკთან'' ერთად რუსეთის ჩემპიონი გახდა.

მას სჭირდება ისეთ გუნდში თამაში, სადაც მთავარი მწვრთნელი ნდობას გამოუცხადებს. მას ამისთვის საჭირო ტექნიკა და ინტელექტი ნამდვილად აქვს.''

2013-19 წლებში ჯანო ანანიძე და დენის გლუშაკოვი მოსკოვის ''სპარტაკში'' თანაგუნდელები იყვნენ. ისინი მოსკოვურ გუნდთან ერთად 2016-17 წლების სეზონში რუსეთის ჩემპიონები გახდნენ, შემდეგ კი რუსეთის სუპერთასზე გამარჯვება იზეიმეს.

შეგახსენებთ, ჯანო ანანიძემ ''სპარტაკთან'' კონტრაქტი გაწყვიტა და მიმდინარე კვირაში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ ''ანორთოსისთან'' სეზონის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება.

კვიპროსულ გუნდში გადასვლის შემდეგ ანანიძემ პირველი კომენტარი გააკეთა:''მოხარული ვარ, რომ აქ ვარ. ჩემი კარიერის მანძილზე მქონდა მიზანი, რომ სხვა ლიგაში მეთამაშა და ახლა ამას ისეთი შესანიშნავი გუნდის რიგებში გავაკეთებ, როგორიც „ანორთოსისია“.

მადლობა გუნდს და განსაკუთრებით მწვრთნელს, რომ ასეთი შესაძლებლობა მომცა. თემურ ქეცბაიასთან ვისაუბრე და მან გუნდის ფილოსოფია ამიხსნა, თუ რა მიზნები აქვთ მათ. ამის შემდეგ ჩემი კარიერის აქ გაგრძელება გადავწყვიტე.

რამდენიმე წინადადება მქონდა, თუმცა „ანორთოსისის“ არჩევით და აქ ყოფნით ბედნიერი ვარ.

გპირდებით, რომ ჩემი შესაძლებლობების 100%-ს გამოვიყენებ, რომ აქაური გულშემატკივრები გავახარო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები