ღამის კლუბში დანოკაუტებული სამი კაცი - მასვიდალის უცნაური ამბავი
Aa
Aa

ღამის კლუბში დანოკაუტებული სამი კაცი - მასვიდალის უცნაური ამბავი

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ჩეილ სონენმა თავის Youtube არხზე ხორხე მასვიდალის შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა, რომელიც მას მაიკლ ბისპინგმა უამბო. ამ უკანასკნელმა კი ყველაფერი თვით მასვიდალისგან შეიტყო.

„მასვიდალი ღამის კლუბში იმყოფებოდა და ოქროს ყელსაბამი ეკეთა. თუ სწორად მახსოვს თან ძვირადღირებული საათიც ჰქონდა. მოულოდნელად მასთან ორი უცნობი პიროვნება მივიდა და ერთ-ერთი მათგანი მის ყელსაბამს შეეხო. ხორხე ვერ მიხვდა რა უნდა ეფიქრა და ჩათვალა, რომ ეს ბიჭები მის გაძარცვას აპირებდნენ. მასვიდალმა მამაკაცი, რომელიც ყელსაბამს შეეხო ნოკაუტში ჩააგდო. შემდეგ კი მოტრიალდა და ჰუკით მეორე ბიჭი დაანოკაუტა.

თუ ოდესმე გეტყვიან, რომ ღამის კლუბში ან ბარში ერთმა კაცმა ორი დარტყმით ორი ადამიანი ნოკაუტში ჩააგდო, არ დაიჯეროთ, რადგან საქმე მატყუარასთან გაქვთ... თუ რა თქმა უნდა ხორხე მასვიდალზე არ საუბრობენ.

ამ ბიჭების დანოკაუტების შემდეგ მასვიდალი მიხვდა, რომ დრო იყო იქაურობას გაცლოდა და საპირფარეშო ოთახისკენ გაემართა. საპირფარეში ოთახში შესვლისას მან უკან მომავალი ადამიანი შენიშნა. ხორხემ არ იცოდა ეს ბიჭი იმ ორის კომპანიონი იყო თუ არა, მაგრამ ის ნოკაუტში მაინც ჩააგდო.

სიტუაციიდან გამომდინარე ჩნდება კითხვა - მესამეს რას ერჩოდა? წარმოიდგინეთ, იქნებ მას იმ ორ პიროვნებასთან კავშირი არ ჰქონდა? იქნებ ის ღამის კლუბში უბრალოდ გასართობად მივიდა და საპირფარეშო ოთახის გამოყენება მოუნდა. ამ ყველაფერზე მასვიდალის პასუხი ასეთი იყო - ვერ გავრისკავდი.

ხორხეს ისტორიაზე მთელი დღის განმავლობაში ვფიქრობდი და ვერა და ვერ მივხვდი რა საჭირო იყო მესამე კაცის დანოკაუტება. იმ ადამიანის, რომელსაც დიდი ალბათობით იმ ორთან საერთო არაფერი ჰქონდა. ეს ისტორია საშუალებას გაძლევთ მასვიდალის გონებაში ჩაიხედოთ და გაიგოთ ხორხე როგორი პიროვნებაა. ის ყველაფერს რეალურად უდგება. ამ ბიჭს თავისი კოდექსი აქვს და ამ კოდექსის მიხედვით ცხოვრობს“.

ცხელი ამბები