Aa Aa
18 იანვარი 2020  |  12:13

უმარტივესი გამარჯვება - ტოჩინოშინმა მესამე მოგება გაიფორმა

„ჰაცუ ბაშოს“ რიგით მე-7 დღეს ლევან გორგაძე მეექვსე მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა. ეს უკანასკნელი ტოჩინოშინს 17 ბრძოლიდან 10-ში ჰყავდა დამარცხებული და საბედნიეროდ სასურველი შედეგი დღევანდელ ჯახშიც დააფიქსირა.

უშუალოდ ბრძოლა საკმაოდ მოკლე გამოდგა. ჩვენებურმა მძლავრ ტაჩიაიზე უარი თქვა და მეტოქე დოჰიოზე მარტივი მოძრაობით დააგდო.

 

შეგახსენებთ, რომ ტურნირის მერვე დღეს ტოჩინოშინი მეცხრე მაეგაშირა ტაკანოშოს შეერკინება. იაპონელ სეკიტორს 3 მოგება და 4 წაგება აქვს და ქართველი გოლიათის წინააღმდეგ დოჰიოზე პირველად გავა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში