კოხრეიძე ''საბურთალოს'' დაემშვიდობა და ნაცნობ მწვრთნელთან წავიდა
Aa
Aa

კოხრეიძე ''საბურთალოს'' დაემშვიდობა და ნაცნობ მწვრთნელთან წავიდა

საფეხბურთო კლუბი ''საბურთალო'' ლაშა კოხრეიძემ დატოვა. ინფორმაციას თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს. მოთამაშესა და კლუბს შორის გაფორმებული კონტრაქტის ვადა ამოიწურა. 

CrystalSport-ის ცნობით კოხრეიძე კარიერას ''თელავში'' გააგრძელებს, რომელიც უმაღლეს ლიგაში გასულ სეზონში აღზევდა. ''თელავის'' მთავარი მწვრთნელი რევაზ გოცირიძეა, რომელიც კოხრეიძეს ''საბურთალოს'' სარეზერვო გუნდში წვრთნიდა. შემტევი ''თელავთან'' ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

21 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ''საბურთალოსთან'' ერთად საქართველოს თასი მოიგო, გიორგი ჭიაბრიშვილმა თბილისის ''ლოკომოტივთან'' ფინალურ მატჩში ათამაშა.

ფინალური შეხვედრის გარდა შემტევმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 2 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი შეაგდო. კოხრეიძემ ''ჩიხურასთან'' სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა, შემდეგ კი ''ჩიხურასთან'' დუბლი შეასრულა.

ლაშა კოხრეიძეს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში არ უთამაშია.

ფოტო: eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები