Aa
Aa

ბენტეკეს ''ბორდოში'' ტრანსფერი ჩაიშალა

Sky Sports-ის ცნობით ფრანგულ ‘‘ბორდოს’’ კრისტიან ბენტეკეს გადაბირების დიდი სურვილი ჰქონდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

‘‘კრისტალ პალასი’’ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებისთვის ნახევარ მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა ‘‘ბორდომ’’ შეთავაზებას უარით უპასუხა.

მიმდინარე სეზონი ბენტეკესთვის წარუმატებელია, პრემიერლიგის 15 მატჩში გოლი არ გაუტანია.

ინგლისურ კლუბთან ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ ფრანგული კლუბი ფორვარდის ძიებაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები