Aa
Aa

მესი: „ლა ლიგის ისტორიაში შესვლა უდიდესი პატივია“

ლიონელ მესი აცხადებს, რომ ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობა განსაკუთრებული და მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო რეკორდია.

„ლა პულგამ“ ამ თემის შესახებ DAZN-თან ისაუბრა.

„ვთვლი, რომ ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამ ჩემპიონატში ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი ასპარეზობდა. მათ შორის მსოფლიოში საუკეთესოებიც იყვნენ და ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის დონეს თუ გავითვალისწინებთ, ამ ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობა, ნამდვილად განსაკუთრებული მიღწევაა.

მიმაჩნია, რომ ეს ჩემი რეკორდებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა. ლა ლიგაში წლებია ვთამაშობ. არ ვიცი სხვა ფორვარდები ამდენი ხნის განმავლობაში თუ ასპარეზობდნენ, მაგრამ ეს ფაქტი რეკორდის დამყარებაში ძალიან დამეხმარა. ჩემთვის ლა ლიგის ისტორიაში შესვლა უდიდესი პატივია“.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელ ფეხბურთელს ლა ლიგის ეგიდით გამართულ 466 შეხვედრაში 432 გოლი აქვს გატანილი. ლეო უშუალო მდევარს, კრიშტიანუ რონალდუს 121 გოლით უსწრებს. პორტუგალიელის ანგარიშზე 311 ბურთია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები