''პოგონი'' ჩაიშალა: ბუღრიძე თბილისის ''დინამოში'' ითამაშებს
Aa
Aa

''პოგონი'' ჩაიშალა: ბუღრიძე თბილისის ''დინამოში'' ითამაშებს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ირაკლი ბუღრიძე კარიერას თბილისის ''დინამოში'' გააგრძელებს. CrystalSport-ის ცნობით ფეხბურთელის წარმომადგენელსა და პოლონურ ''პოგონს'' შორის მოლაპარაკება გაჭიანურდა. 22 წლის გარემარბმა გადაწყვიტა 2019 წლის სეზონი თბილისის ''დინამოში'' დაიწყოს. მისი დამატების სურვილი ასევე ჰქონდა გია ცეცაძის გაწვრთნილ ''საბურთალოს.''

ევრო 2021-ის შესარჩევ ციკლში ცეცაძის მწვრთნელობისას ბუღრიძემ ლიხტენშტაინსა და აზერბაიჯანს გაუტანა, საფრანგეთთან მატჩში კი ერთი გოლის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.

ბუღრიძემ კარიერის საუკეთესო სეზონი საჩხერის ''ჩიხურაში'' ჩაატარა, რის შემდეგაც კარიერა ბელგიურ ''ბეერსხოტში'' გააგრძელა, თუმცა ბელგიაში გატარებული 1 წელი მისთვის წარმატებული არ ყოფილა, რადგან სათამაშო დროის პრობლემა ჰქონდა. სწორედ ამ მიზეზით მიმდინარე თვის დასაწყისში ''ბეერსხოტთან'' კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა.

ფოტო: eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები