Aa
Aa

ბათუმში დაჭრილი პოლიციელი საქართველოს მკლავჭიდის ნაკრების წევრია

ბათუმში დაჭრილი პოლიციელი, ოთარ თავართქილაძე საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრების წევრიაიგი გუშინ ჭავჭავაძის ქუჩაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უცნობმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, დანით დაჭრა.

თავართქილაძეს, რომელიც მკლავჭიდში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია, ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ამჟამად მართვით სუნთქვაზე იმყოფებაბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული პირი უკვე დაკავებულია. იგი პოლიციელის მეწყვილემ ადგილზე აიყვანა.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციაზე ან ხელისუფლების წევრზე თავდასხმას გულისხმობს.

ცხელი ამბები