როცა ჩემპიონს მწვრთნელი ტოვებს: ჩისკო წავიდა, ჩხეტიანი მოდის?
Aa
Aa

როცა ჩემპიონს მწვრთნელი ტოვებს: ჩისკო წავიდა, ჩხეტიანი მოდის?

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის ''დინამოს'' მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩისკომ დატოვა. მან თბილისურ კლუბს 2019 წლის სეზონში უხელმძღვანელა. გასული სეზონი ''დინამოსთვის'' წარმატებული გამოვიდა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამარჯვებული ესპანელის გაწვრთნილი გუნდი გახდა, თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და მხარეებს ახალი კონტრაქტი არ გაუფორმებიათ.

CrystalSport-ის ცნობით თბილისის ''დინამოში'' შესაძლოა კახა ჩხეტიანი დაბრუნდეს, თუმცა ამჯერად არა რიგითი მწვრთნელის, არამედ მთავარი მწვრთნელის პოსტზე. როცა გია გეგუჩაძე თბილისის ''დინამოს'' ხელმძღვანელობდა, მისი ერთ-ერთი ასისტენტი კახა ჩხეტიანი იყო.

2019 წლის საფეხბურთო სეზონში ''ტორპედო'' ფინანსური პრობლემების გამო უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა, უმაღლეს ლიგაში ადგილი ჩემპიონატის მიწურულს შეინარჩუნა, თუმცა ამ ეტაპზე ჩხეტიანი გუნდში რჩება და გადაწყვეტილი არაა დატოვებს თუ არა ქუთაისურ კლუბს, მაგრამ ფაქტია, რომ მან თბილისის ''დინამოს'' მხრიდან წინადადება მიიღო. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მფლობელი რომან ფიფია ახალი სეზონისთვის ჩხეტიანის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს.

ფოტო: eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები