გამარჯვება რუსთან! - ლიპარტელიანის ბრინჯაოს მედალი მასტერსზე
Aa
Aa

გამარჯვება რუსთან! - ლიპარტელიანის ბრინჯაოს მედალი მასტერსზე

ჩინეთის მასტერსი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამი მედლით დაასრულა. ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ეს აღმოჩნდა ქართველთა რიგით მესამე და უკანასკნელი მედალი აღნიშნულ ტურნირზე.

ლიპარტელიანმა სძლია უნგელ მიკლოშ ცირიენიშს, ფრანგ სირილ მარეს, 1/4-ფინალში კი პეტერ პალჩიკი დაამარცხა. ქართველთა კაპიტანი ნახევარფინალში დამარცხდა ჰოლანდიელ მიხაელ კორელთან, რომელმაც ფინალში წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა. რაც შეეხება ლიპარტელიანის შემდგომ გამოსვლას, მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში რუსი არმან ადამიანის ბარიერი დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ლიპარტელიანის გარდა საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთაგან ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა ბექაურმა კი - ოქროსი.

ცხელი ამბები