„ტოპ 8“ ფინალი: რუსების ტრაბახი უშედეგო გამოდგა -
Aa
Aa

„ტოპ 8“ ფინალი: რუსების ტრაბახი უშედეგო გამოდგა - "ქართველმა ჰალკმა" ლალეტინი გაანადგურა!

მკლავჭიდში 7 გზის მსოფლიო და 6 გზის ევროპის ჩემპიონი "ქართველი ჰალკი“ პოლონეთში გამართულ „ტოპ 8“-ის ფინალში რუს ვიტალი ლალეტინს დაუპირისპირდა და 6:0 გაანადგურა.

რუსი სპორტსმენი ფინალამდე საკმაოდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი და რუსები მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა ლევან საგინაშვილმა მას შანსი არ დაუტოვა.

ფინალში გასვლამდე „ქართველმა ჰალკმა“ 15 სექტემბერს ჩინეთში ყაზახი მეტოქე კიდირგალ ონგარბაევი ასევე 6:0 გაანადგურა.

აქვე გეტყვით, რომ „ტოპ 8“-ის საპრიზო ფონდი ლარის ექვივალენტით დაახლოებით 121 000 ათასი გახლავთ.


 

ცხელი ამბები