Aa
Aa

სენსაცია ტურინის გრან პრიზე! რევია და კაზაკოვა მოულოდნელად გალიდერდნენ!

ტურინში მიმდინარე გრან პრიზე ფიგურულ ციგურაობაში ქართულმა წყვილმა მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ სენსაცია მოახდინეს! სრიალის საერთაშორისო კავშირის მიერ ორგანიზებული ტურნირის ფინალურ ეტაპზე მათ უშეცდომო გამოსვლა ჰქონდათ.

იუნიორთა შორის ყინულზე ცეკვაში მსოფლიოს 6 საუკეთესო წყვილი მონაწილეობს. რითმული ცეკვების შესრულების შემდეგ კი დიდი მოულოდნელობა დაფიქსირდა და პირველ ადგილზე ქართული წყვილი გადავიდა. ამ შედეგს ტურნირის დაწყებამდე არავინ ელოდა.

ტურინის ოლიმპიურ არენაზე კაზაკოვამ და რევიამ მსაჯებისგან 68.76 ქულა მიიღეს.

ქართულმა წყვილმა მეორე ადგილზე მყოფ ამერიკელებს 0.4 ქულით აჯობა. მე-3 პოზიციას კი რუსები იკავებენ.

აქვე გეტყვით, რომ თავისუფალ პროგრამაში გამოსვლები 7 დეკემბერს არის დაგეგმილი.

ცხელი ამბები