ზლატანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
"ევრო 2016"-ზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა და ამასთან დაკავშირებით მცირე კომენტარიც გააკეთა:
"ბავშვი ვიყავი, როცა "მალმიოში" მივედი, შემდეგ კი ისე მოხდა ჩემი ქვეყნის ნაკრების კაპიტანი გავხდი და ეს ძალიან მეამაყება. ბედნიერი ვარ იმ მოგონებებითაც, რომელიც გუნდთან მაკავშირებს. მადლობა ყველას"! - განაცხადა ბელგიასთან მატჩის შემდეგ ზლატანმა.
"იბრა" შვედეთის ნაკრების მაისურს 15 წლის მანძილზე 2001-2016 წლებში ატარებდა, ჩატარებულ 116 შეხვედრაში 62 გოლის გატანა მოახერხა და ამ მაჩვენებლით ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.