Aa
Aa

ლუის ენრიკეს ხელახალი პრეზენტაცია მომდევნო ოთხშაბათს შედგება

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ლუის ენრიკეს ხელახალი პრეზენტაცია მომავალ ოთხშაბათს, 27 ნოემბერს შედგება. 49 წლის სპეციალისტი თანამდებობიდან ივნისში გადადგა, 19 ნოემბერს კი პოსტს ოფიციალურად დაუბრუნდა.

ესპანელ სპეციალისტს რამდენიმე თვის წინ მცირეწლოვანი შვილი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაეცვალა, რის გამოც სამწვრთნელო კარიერა შეწყვიტა, „ფურია როხა“ კი მისმა ასისტენტმა, რობერტ მორენომ ჩაიბარა.

მორენომ დანიშვნისთანავე განაცხადა, რომ როცა ენრიკე მზად იქნებოდა, მას თანამდებობაზე დაბრუნება შეეძლო. შესაბამისად, ახალგაზრდა სპეციალისტისთვის რუმინეთთან გამართული მატჩი, მთავარი მწვრთნელის რანგში, ბოლო გამოდგა.

მორენომ რუმინეთთან მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამოტოვა, რადგან სწორედ ენრიკეს დაბრუნებასთან დაკავშირებით გასაკეთებელ ოფიციალურ განცხადებას ელოდებოდა. ოფიციალური განცხადების მიხედვით, მორენომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ყოველგვარი შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა და აღარც ენრიკეს შტაბში იმუშავებს.

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებს „ევრო 2020“-ზე უხელმძღვანელებს, რომლის წილისყრაც 30 ნოემბერს გაიმართება და მას მწვრთნელის რანგში სწორედ ენრიკე დაესწრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები