შეუდარებელი ჯეიმს ჰარდენი და
Aa
Aa

შეუდარებელი ჯეიმს ჰარდენი და "ჰიუსტონის" დამაჯერებელი გამარჯვება

„ჰიუსტონ როქეთსი“ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ფავორიტია და ტეხასელებმა ეს „კლიპერსთან“ გამართულ შეხვედრაშიც დაამტკიცეს. მართალია ლოს-ანჯელესური გუნდი კვლავ პოლ ჯორჯის გარეშე ასპარეზობს, მაგრამ ეს მაიკ დენტონის კოლექტივის ბრწყინვალე ასპარეზობას ნამდვილად არ აკნინებს.

"ჰიუსტონს" კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია. "როქეთსი" უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა და უკეთესი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ტეხასელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს. მათ პირველ მეოთხედში +16 დააფიქსირეს და ჰანდიკაპი საფინალო სირენამდე შეინარჩუნეს. თანაც „კლიპერსს“ 100 ქულიანი ნიშნულის გადალახვის უფლებაც არ მისცეს - 102 - 93.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, „როქეთსის“ გამარჯვება ჯეიმს ჰარდენის ბრწყინვალე თამაშის დამსახურება გახლდათ. „წვერამ“ შესანიშნავად ისპარეზა და 47 ქულასთან ერთად 6 მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა გაიფორმა. ჰარდენის გარდა 17 ქულით რასელ უესტბრუკი გამოირჩა. კლინტ კაპელამ კი 12 ქულასთან ერთად 20 მოხსნა მიითვალა.

„კლიპერსის“ მხრიდან 10 ქულიანი ნიშნული მხოლოდ სამმა კალათბურთელმა გადალახა. კავაი ლეონარდი - 26, ლუ უილიამსი - 20 და ჯამაიკლ გრინი - 14.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები