მაკარიძემ ყოფილ კლუბთან მატჩში პენალტი მოიგერია!
Aa
Aa

მაკარიძემ ყოფილ კლუბთან მატჩში პენალტი მოიგერია!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მაკარიძემ ყოფილ კლუბ ''რიუ ავესთან'' შეხვედრაში პენალტი მოიგერია.  თერთმეტმეტრიანი მაკარიძის კარის მიმართულებით 61-ე წუთზე დაინიშნა, რომელიც ფილიპე ავგუსტომ შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა დარტყმის მიმართულება გამოიცნო და ბურთი მოიგერია.

 

პირველ ტაიმში გაშვებული გოლით ''სეტუბალი'' დამარცხდა და გამარჯვება ''რიუ ავეს'' დარჩა. გაშვებული გოლისას ''სეტუბალის'' დაცვის ხაზი ჩავარდა და მეკარის ბრალეულობა მიზერულია.

აღსანიშნავია, რომ ''სეტუბალის'' მთავარმა მწვრთნელმა პირველ ტაიმში ორი იძულებითი ცვლილება განახორციელა.

18-გუნდიან ჩემპიონატში ''სეტუბალი'' 12 ქულით მე-12 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 7 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები