მეექვსედ! ვახტანგ ჩიდრაშვილმა ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონია!
Aa
Aa

მეექვსედ! ვახტანგ ჩიდრაშვილმა ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონია!

სამხრეთ კორეაში მიმდინარე სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო იყო, დღეს კი ვახტანგ ჩიდრაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა!

57 კგ. კატეგორიაში მოასპარეზე ჩიდრაშვილმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელ საიან ხერტეკს 1:0 სძლია და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეექვსედ მოიპოვა!

74 კგ. კატეგორიაში ლევან ნახუცრიშვილმა სამწუხარო მარცხი იწვნია და ნახევარფინალში ასპარეზობა დაასრულა. საბოლოოდ ის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ დღესვე საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ოქროს მედლის მოპოვების შანსი ექნება, ფინალში დავით ლორიაშვილი იასპარეზებს.

ცხელი ამბები