სვანიძე:''ჰეიგს შეეშინდა და საკუთარი წარმატების ტყვე გახდა''
Aa
Aa

სვანიძე:''ჰეიგს შეეშინდა და საკუთარი წარმატების ტყვე გახდა''

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ გადაცემა ''ტაიმაუტში'' სტუმრობისას საქართველოს ნაკრების 2019 წლის მსოფლიო თასზე გამოსვლა შეაფასა.

გოჩა სვანიძე:''თამაშის ხარისხი არ იყო ისეთი, როგორსაც ველოდით.

შინაგანად გვქონდა მოლოდინი, რომ ფიჯისთან და ურუგვაისთან მატჩები უნდა მოგვეგო. ცხადი იყო, რომ ყველა თამაშს ვერ მოვიგებდით., რეალობის განცდა არ დაგვიკარგავს.

ამ ეტაპზე მწვრთნელების ანგარიშს ველოდები, რომელიც ჯერ არ მოგვსვლია. ალბათ მალე იქნება, რასაც შემდეგ გავაანალიზებთ.

ძალიან ბევრმა ფაქტორმა იმუშავა. ვერ ვიტყვი, რომ ფიჯისთან მატჩში იდეალური მსაჯობა იყო. ალბათ ჩვენმა მწვრთნელებმა და მორაგბეებმა დაუშვეს შეცდომები.

 გულშემატკივრებს ხმაურიანი გამარჯვებების მიზანი ჰქონდათ და ეს ასეც უნდა იყოს. პირადად მე ნაკრებს მიზნად თამაშის ხარისხის გაუმჯობესება დავუსახე. მათ ვუთხარი, რომ ჩემთვის მთავარი არა შედეგი, არამედ თამაშის ხარისხია, თუმცა თამაშის ხარისხი არ გამოვიდა ისეთი, როგორსაც ჩვენ ველოდით.

შესაძლოა ჩვენ იმაზე უფრო მეტი მოლოდინი გვქონდა ვიდრე უნდა გვქონოდა, შესაძლოა ჩვენი მოლოდინი რეალობას აცდენილი იყო.

ნაკრების რეგრესი მხოლოდ შედეგში დავინახე, თუმცა თამაშის ხარისხი და მრავალფეროვნება გაუმჯობესებულია, თუმცა არა იმ ტემპით, როგორც ჩვენ გვინდა, რასაც თავისი ახსნა აქვს.

2018 წელს ერთა თასი დავიბრუნეთ, თუმცა თამაშის ხარისხით კმაყოფილები არ ვიყავით და ნაბიჯი უკან გადავდგით. ამ თემაზე ჰეიგს ვესაუბრეთ, ის ფიქრობდა, რომ ცვლილებები არ იყო საჭირო და ყველაფერი კარგად იყო. როგორც აღმოჩნდა ჰეიგი ცდებოდა, რაც ივნისის ტესტებში კარგად გამოჩნდა. ნაკრების გამოსვლამ შემაშფოთებელზე უარესი შთაბეჭდილება დატოვა, რის შემდეგაც ჩავერიეთ.

ფიცი მწამს ბოლო მარკვირვებს - ორი მწვრთნელის განთავისუფლება გადაწყდა, რაც არ იყო ასე მარტივი. გვქონდა წინააღმდეგობა, შერკინების მწვრთნელით ძალიან უკმაყოფილოები ვიყავით და მისი გაშვება ეჭვს არ ტოვებდა, ხოლო მეორე მწვრთნელთან მიმართებაში აზრი გაიყო, ჰეიგს მისი დარჩენა სურდა, თუმცა მე სხვაგვარად ვფიქრობდი და გავუშვით. ეს გადაწყვეტილება საჯაროდ ჰეიგმა გააჟღერა. პირდაპირ ვამბობ, თუ ჰეიგი არ დამეთანხმებოდა, მასაც მოუწევდა პოსტის დატოვება.

მთავარია მოთამაშეთა შორის ერთსულოვნება. თუ ერთსულოვნება იკარგება, მთავარი მწვრთნელი უნდა წავიდეს.

ქართველები სუსლწრაფი ხალხი ვართ, ერთი მოგებით მსოფლიოს ჩემპიონები ვხდებით, ერთი მარცხით კი კატასტროფა ხდება. ასეთი აღქმა გვაქვს, რაც არასწორია. 

მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე მწვრთნელის შეცვლა ნიშნავს, რომ გუნდი ავანტიურისთვის განწირული გყავს.

გასულ წელს გამოჩნდა, რომ ჩვენი ნაკრები მილტონ ჰეიგისთვის გადაზრდილი იყო, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის მზადებისას ერთი წლით ადრე მწვრთნელის შეცვლა არასწორია. თუ მწვრთნელს ერთი წლით ადრე მოვიყვანდით, ავანტიურისტი მწვრთნელი მოვიდოდა და გვეტყოდა, რომ მომზადებისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდა.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ წაგება, ჩვენ მარცხიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და ვითამაშოთ აგრესიული შემტევი რაგბი, ეს არის ქართული რაგბი და არა 80 წუთი დაცვაში ყოფნა და ნარცისული ტკბობა იმით თუ რამდენად ბევრი ბოჭვა გავაკეთეთ. მილტონ ჰეიგს შეეშინდა. ადრე მას ამის შიში არ ჰქონდა, მაგრამ გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰეიგს შეეშინდა და თავისი წარმატების ტყვე გახდა და სწორედ ეს აღმოჩნდა გასული მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ტრაგედია.''

ფოტო:  საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

ცხელი ამბები