ოსაკას გრანდ სლემი: საქართველოსა და იაპონიის შემადგენლობები ცნობილია
Aa
Aa

ოსაკას გრანდ სლემი: საქართველოსა და იაპონიის შემადგენლობები ცნობილია

2019 წლის ძიუდოს მსოფლიო ტურის დასრულებამდე სულ 2 ტურნირი რჩება. ოსაკაში გრანდ სლემის შემდეგ, ჩინეთში მასტერსი გაიმართება.

ოსაკას საკმაოდ პრესტიჟული მასტერსი 22 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება.

ცნობილი გახდა ქართველი ძიუდოისტების ვინაობა, რომლებიც ოასაკაში იასპარეზებენ. 73 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი გამოვა, 90 კგ-ში ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი, ხოლო 100კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანი.

გასულ წელს ოასაკაში 6 ძიუდოისტით მყოფმა ქართულმა დელეგაციამ არც ისე კარგად იასპარეზა და მხოლოდ უშანგი მარგიანის მე-5 ადგილს დასჯერდა.

იაპონელები ოსაკას გრან სლემზე ამ შემადგენლობით წარდგებიან:

-60კგ - ტაკატო, ნაგაიამა, აოკი, კოგა

-66კგ - მარუიამა, აბე, აიდა, ნიშიყამა

-73კგ - ონო, ჰაშიმოტო, ჰარადა, ებინუმა

-81კგ - ფუჯივარა, ნაგასე, ტომოკიო, სასაკი

-90კგ - მუკაი, მურაო, ბეიკერი, ნაგასავა

-100კგ - ვოლფი, იიდა, ჰაგა, ნიშიამა

+100კგ - ჰარასავა, კაგეურა, კუმაშირო, კაგავა.

ცხელი ამბები