პარა-მკლავჭიდელების ბრწყინვალე გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე
Aa
Aa

პარა-მკლავჭიდელების ბრწყინვალე გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე

რუმინეთში  პარა-მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა .

ქართველმა სპორტსმენებმა ძალიან კარგად იასპარეზეს და ათობით მედალი დასიკუთრეს.

საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონმა თემურ დადიანმა  ვერცხლის მედალი დაისაკუთრა .

 „მეოთხედ მივიღე მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე და მესამე ვერცხლი არის ჩემთვის, თუმცა რაც მე მახსოვს ადრინდელთან შედარებით ერთი თავით მაღალ დონეზე მდგარი სპორტსმენები იყვნენ ჩამოსულები, ყველას ძალიან ბევრი ქონდა ნაშრომი და დიდი წვალება ქონდათ ჩადებული როგორც ჩანს, თუმცა მეც ძალიან ბევრი მქონდა ნაშრომი და ორივე ხელში მივედი ფინალამდე, ფინალში დავმარცხდი ძალიან გამოცდილ სპორტსმენთან რომელიც 27 წელია ასპარეზობს და ბოლო 17 წელია წაუგებლად ასპარეზობს, თუმცა მარცხენა ხელში მქონდა შანსები რომ დამემარცხებინა მაგრამ გამოცდილების და უპირატესობით წავაგე, თუმცა ამ წაგებით მეც დიდი გამოცდილება შევიძინე და დარწმუნებული ვარ იგივე შრომის გაგრძელებით შემდეგ შეჯიბრზე შევძლებ მის დამარცხებას, მთავარია მონდომება და დაუზარელად შრომა... ჩვენმა ბიჭებმა ძალიან ძლიერი მონაწილეები დაამარცხეს და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ყველას ვულოცავ და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებ“-განაცხადა თემურ დადიანმა

  

ასევე რუმინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა.

 ჭაბუკთა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდური პირველი ადგილი დაიკავა . მარჯვენა-მარცხენა ხელში ახალგაზრდებმა ჯამში 40 მედალი - 19 ოქრო, 13 ვერცხლი, 8 ბრინჯაო მოიპოვეს.

ცხელი ამბები