მასვიდალმა დიაზი დაამარცხა! უკმაყოფილო ქომაგები და ბრძოლის შემდეგ დატოვებული არენა
Aa
Aa

მასვიდალმა დიაზი დაამარცხა! უკმაყოფილო ქომაგები და ბრძოლის შემდეგ დატოვებული არენა

UFC 244-ზე ნეიტ დიაზსა და ხორხე მასვიდალს შორის გამართულ ბრძოლას უდიდესი მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ქომაგებს იმედები გაუცრუვდათ და ის ვერ იხილეს, რასაც ელოდნენ.

ბრძოლა მასვიდალის გამარჯვებით დასრულდა. მე-3 რაუნდის შემდეგ ექიმებმა დიაზს მარჯვენა თვალის ზემოთ არსებული დაზიანების გამო ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცეს.

ასე, რომ დიდი სანახაობა არ შედგა, თუმცა რემატჩი აუცილებლად იქნება, მაგრამ როდის ეს ჯერ არ ვიცით.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, მასვიდალს ქამარი დუეინ ჯონსონმა გადასცა, "Bad Motherfucker"-მა კი განაცხადა: „არ მიყვარს, როდესაც ოქტაგონზე ბრძოლა ისე სრულდება, რომ მეტოქეს ვერ ვთვიშავ. მე მხოლოდ ამ გზით ვიმარჯვებ. ნეიტს ვუთხარი, რომ აუცილებლად უნდა გავიმეოროთ“.

ბრძოლის შემდეგ, ქომაგებმა ექიმების გადაწყვეტილება გააპროტესტეს და ბევრმა მათგანმა არენაც დატოვა. ნეიტ დიაზი კი ხორხე მასვიდალს ამ სიტყვებით დაემშვიდობა...

ცხელი ამბები