Aa
Aa

ლამაზი გდება და ქართველების მეორე ოქრო რუსეთში - მარიამ ჭანტურია ევროპის ჩემპიონია!

ძიუდოში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატს რუსეთის ქალაქი იჟევსკი მასპინძლობს. ტურნირის მეორე დღეს 70 კგ. წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურია გამოვიდა, რომელმაც ფინალში გასვლას შეძლო. გადამწყვეტ შეხვედრაში ჰოლანდიელ ჰილდე იაგერს ვაზარით, ლამაზი გდებით მოუგო და საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.

აღნიშნულ ტურნირზე საქართველომ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა, პირველი ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანის ანგარიშზეა.

რაც შეეხება ფინალამდე მიმავალ გზას, ჭანტურიამ ებრაელი მაია გოშენი სამი შიდოთი დაამარცხა, რის შემდეგაც ბელარუს ჟანა ასიპოვიჩს იპონით სძლია. ნახევარფინალურ სტადიაზე ჭანტურიამ ხორვატი ანდელა ვიოლიჩის ბარიერი წარმატებით დასძლია და ფინალში გავიდა.

ტურნირის მეორე დღეს ჭანტურიას მსგავსად ტატამზე ვლადიმერ ახალკაცი გამოვიდა, რომელიც 81 კგ. წონითი კატეგორიის პირველივე ეტაპზე აზერბაიჯანელ ჰასილ ჯაფაროვთან დამარცხდა.

ფოტო: judoinside.com

ცხელი ამბები