Aa
Aa

დე ლა ჰოიას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ლეგენდარული მექსიკელი მოკრივე ოსკარ დე ლა ჰოია სექსუალურ სკანდალში გაეხვა. BBC-ის მიერ მოპოვებული იურიდიული დოკუმენტების თანახმად, ქალბატონი, რომლის სახელიც არ ხმაურდება, პოპულარულ სპორტსმენს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც ირკვევა, აღნიშნული ფაქტი დე ლა ჰოიას სახლში, 2017 წელს მოხდა - მექსიკელმა მოკრივემ 29 წლის ქალბატონზე იძალადა და მას ფიზიკურთან ერთად, მორალური შეურაცხყოფაც მიაყენა.

დე ლა ჰოიას წარმომადგენლები ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ქალბატონი დე ლა ჰოიას პოპულარობით სარგებლობს და მისთვის კომპენსაციის გამოძალვა სურს.

31 წლის ქალბატონის სარჩელში ნათქვამია, რომ იგი დე ლა ჰოიას დათანხმდა და ბინაში მასთან სექსით დაკავება სურდა, თუმცა აქტზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც მექსიკელმა ვარსკვლავმა ძალადობას მიმართა. ქალბატონი ასევე აქცენტირებს, რომ მომხდარი ფაქტის გამო, შემდგომ პერიოდში მას დეპრესიასთან და ნერვულ აშლილობასთან გამკლავება უწევდა.

1992 წელს, 19 წლის ასაკში, ოსკარ დე ლა ჰოიამ ბარსელონაში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიგო, რის შემდეგაც მეტსახელად „ოქროს ბიჭი“ შეარქვეს. დე ლა ჰოია ამჟამად პრომოუტერია და კომპანიას სახელად - „ოქროს ბიჭი“ ფლობს. იგი 2014 წლიდან კრივის დიდების დარბაზის წევრია.

ცხელი ამბები