კონორ მაკგრეგორის ღირსეული ჟესტი
Aa
Aa

კონორ მაკგრეგორის ღირსეული ჟესტი

UFC-ის ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა ერთი წლის გოგონას დასახმარებლად 10000 ფუნტი გადარიცხა. მაკგრეგორი Hope For Evie-ს კამპანიაში ჩაერთო, რომლის მიზანი ივის მკურნალობისთვის საჭირო თანხების შეგროვება გახლავთ.

ერთი წლის გოგონა იშვიათ გენეტიკურ დაავადებას ებრძვის, რომელიც მისი ტვინის განვითარებას ანელებს და მომავალში შესაძლოა უამრავი პრობლემა გამოიწვიოს.

ივის დასახმარებლად უკვე 85 000 ფუნტი შეგროვდა. აღსანიშნავია, რომ კონორმა ქველმოქმედებისთვის თავისი ხელთათმანებიც გაიღო, რომლებიც 430 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

ერთი წლის გოგონას დედა Mirror-თან საუბრისას კონორს მადლობას უხდის და აცხადებს: „ეს მაკგრეგორის მხრიდან საზოგადოებაზე ორიენტირებული ჟესტი არ ყოფილა. კონორს არც კი უნდოდა მისი სახელი გვეხსენებინა. მაკგრეგორს ჩვენი პატარა გოგონას დახმარებისთვის უდიდეს მადლობას ვუხდით“.

ცხელი ამბები