Aa
Aa

"რა ადგილია ისიც არ ვიცი... ერთ დღესაც შესაძლოა ეს ადგილიც აღარ გვქონდეს“

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) ქართველ ევროპის ჩემპიონ ნიჩბოსან ზაზა ნადირაძესთან 6-წუთიანი სიუჟეტი მოამზადა.

გადამღები ჯგუფი ნადირაძის მშობლიურ მცხეთას ესტუმრა და ის რეალობა ასახა, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნიჩბოსანი ვარჯიშობს.

პირობები მართლაც მძიმეა... ზაზა საუბრობს, რომ მას სავარჯიშო დარბაზიც კი არ აქვს, სპეციალური ტრენაჟორების დამზადება კი ხანდახან თავად უწევს, რადგან ისინი ძალიან ძვირი ღირს.

ნადირაძემ პრობლემების შესახებ ღიად ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, მსგავსი ტიპის პრობლემები აქვს ახალგაზრდა ქართველ ნიჩბოსან ალექსანდრე წივწივაძესაც.

„საერთოდ რა ადგილია ისიც არ ვიცი. ერთ დღესაც შესაძლოა ეს ადგილიც აღარ გვქონდეს...“, - ამბობს ზაზა ნადირაძე.

 

იხილეთ სრული ინტერვიუ ⤵

ცხელი ამბები