ნემსაძემ კარიერის დასრულება გადაიფიქრა: ქართველი რუსეთში ითამაშებს
Aa
Aa

ნემსაძემ კარიერის დასრულება გადაიფიქრა: ქართველი რუსეთში ითამაშებს

მსოფლიო თასის 2019 წლის გათამაშებაში ასპარეზობის შემდეგ ქართველმა მორაგბემ გიორგი ნემსაძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა, თუმცა აქტიურ სპორტში დარჩა.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია არ გამართლდა და ნემსაძემ საკლუბო კარიერის დასრულება გადაიფიქრა. მან კონტრაქტი რუსულ კლუბ ''პადმასკოვიესთან'' გააფორმა. ინფორმაციას რუსული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ნემსაძე 2010-16 წლებში ფრანგული კლუბების ღირსებას იცავდა, 35 წლის ქართველ მორაგბეს ''მონტობანში,'' ''აჟენსა'' და ''ტარბში'' უთამაშია. 2016-18 წლებში ინგლისური ''ბრისტოლის'' მორაგბე იყო, რუსულ კლუბში გადასვლამდე კი უელსურ ''ოსპრეისში'' ასპარეზობდა.

მორაგბე ''ბორჯღალოსნებში'' 2005 წლიდან ირიცხებოდა, მან საქართველოს ნაკრებთან ერთად სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა.

ცხელი ამბები