Aa Aa
10 ოქტომბერი 2019  |  15:36

მამუკა გორგოძე : " თუ საქართველოს და ქართულ სარაგბო ოჯახს დავჭირდები, რა თქმა უნდა მე მას გვერდით დავუდგები“

ხვალ ბორჯღალოსნები 2019 წლის მსოფლიო თასზე ბოლო შეხვედრას გამართავენ. შიზუოკაში ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ, საერთაშორისო კარიერას რამდენიმე ვეტერანი მორაგბე დაასრულებს. მათ შორისაა ლეგენდარული მამუკა გორგოძე, რომელიც თითქმის სამწლიანი განშორების შემდეგ, ნაკრებს იაპონიაში მიმდინარე უდიდეს სარაგბო ფორუმზე დაეხმარა.

ხვალინდელი თამაში მსოფლიო თასზე მე-15-ეა გორგოძისთვის და ამ მაჩვენებლით ის მერაბ კვირიკაშვილს გაუტოლდება. მსოფლიო რაგბის ლეგენდასმსოფლიო რაგბიესაუბრა და მასთან ინტერვიუ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა: 

 ვინც ტოპ 14-ში თამაშობს, ფიზიკურად თავს ძალიან კარგად გრძნობს და უპრობლემოდ შეუძლიათ მსოფლიო თასზე თამაში.ავსტრალია უდიდესი გუნდია და დასაკარგი არაფერი გვაქვს. ეს განსაკუთრებული მომენტია. მე მათ პატივს ვცემ და ძალიან მინდა ჩემი კუნთების ახალგაზრდა ავსტრალიელებზე გამოცდა.უპირველესად, სამშობლოში დაბრუნება მინდა. ალბათ, რამე საქმეს წამოვიწყებ, ჯერ ზუსტად არ ვიცი რას გავაკეთებ. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, რაგბში რაიმე ფორმით დარჩენაზე არ ვფიქრობ. თუ საქართველოს და ქართულ სარაგბო ოჯახს დავჭირდები, რა თქმა უნდა მე მას გვერდით დავუდგები“ - განაცხადა მამუკა გორგოძე

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!