გოგიტა არქანიამ მოსკოვში გამართული პრემიერ ლიგა მოიგო!
Aa
Aa

გოგიტა არქანიამ მოსკოვში გამართული პრემიერ ლიგა მოიგო!

ქართველმა კარატისტმა, გოგიტა არქანიამ, მოსკოვში გამართული პრემიერ ლიგის ტურნირი გამარჯვებით დაასრულა. არქანიამ +84 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და ოქროს მედალი არავის დაუთმო.

გოგიტა ფინალურ შეხვედრაში ტიტულოვან ირანელ სპორტსმენ საჯად განზადეს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

არქანიამ, პრემიერ ლიგის ტურნირის მოგებით, ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები მოიპოვა და მომავალ ზაფხულს ტოკიოში გასამართ გათამაშებაზე მოხვედრის შანსი გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად მედლები კარატეში გათამაშდება და არქანიას შეუძლია, ოლიმპიადის მონაწილე პირველი ქართველი კარატისტი გახდეს.

ცხელი ამბები