თბილისი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
Aa
Aa

თბილისი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

8-13 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლე ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვეტერანებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს,.

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებაში 41 ქვეყნის 700-ზე მეტი ვეტერანი მოჭიდავე ჩაებმება. საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში 50-მდე სპორტსმენი მიღებს მონაწილეობას. მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ლუკა კურტანიძე, ოლიმპიური პრიზიორი აკაკი ჩაჩუა, ევროპის პრიზიორი ირაკლი ჭოჭუა, ვეტერანებს შორის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ზურაბ წიქარიძე და სხვები.

მონაწილე ქვეყნები: საქართველო, ავსტრია, ავღანეთი, აზერბაიჯანი, აშშ, ბელარუსი, ბულგარეთი, გერმანია, ეგვიპტე, ესპანეთი, ესტონეთი, თურქეთი, იაპონია, ინდოეთი, ირანი, ისრაელი, იტალია, კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა, ლატვია, ლიეტუვა, მაროკო, მოლდოვა, მონღოლეთი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, უნგრეთი, ფინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, შვედეთი, ჩეხეთი და ხორვატია.

მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდებიან 5 ასაკობრივ ჯგუფში (40, 45, 50, 55 და 60 წლამდე), 6-6 წონით კატეგორიაში.

მსოფლიოს ჩემპიონატზე დასწრება თავისუფალია.

ცხელი ამბები