ჟვანიას მეუღლე რაგბის კავშირს მიმართავს -
Aa
Aa
4 ოქტომბერი 2019  |  10:39

ჟვანიას მეუღლე რაგბის კავშირს მიმართავს - "ზურაზე ხალხს არეკინებდით სტატუსი წაშალეო"

ფიჯისთან განადგურების შემდეგ ქართველი მორაგბის ზურაბ ჟვანია მეუღლემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა სადაც რაგბის კავშირს აკრიტიკებს.

Crystalsport.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ : 

"გთხოვთ გააზიაროთ-ჩემი მიმართვა რაგბის ფედერაციას- სიმართლე უნდა ითქვას. მედიის და პრესის დიდი ინტერესი იყო ზურას მსოფლიოზე არ წაყვანის საკითხზე, თუ რა ხდებოდა.ზურას და ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა. ზურამ შეგნებულად თქვა უარი განცხადების გაკეთებაზე , რადგან არ უნდოდა ეს მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს მომხდარიყო.ანალოგიურად ვფიქრობდი მეც უბრალოდ ისე განავითარეთ მოვლენები, შეუძლებელია ხმა არ ამოიღო. ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით სტატუსი წაშალეო და მე ვინ დამირეკავს ამ შემთხვევაში სხვის საქმეში ჩარევისთვის საკუთარი ადგილის დასათბობად გამოქვეყნდება მისი სახელი და გვარიც)))) პირველად მინდა შევეხო იმ საკითხს რის გამოც ვწერ -შეიძლება ახალგაზრდა მორაგბეები დააყენოთ და ბოდიში ახდევინოთ თქვენს პასუხისმგებლობაზე?- რატომ არ იხდით თქვენვე ბიდიშს საკუთარ პასუხისმგებლობაზე რაგბის ფედერაცია, სამწვრთნელო შტაბი. წელს რაც ხდება ქართულ რაგბში არის თქვენი სრული პასუხისმგებლობა. ასევე მივმართავ ხალხს, რომელიც ცალკეულ მორაგბეებს არასამართლიანად მოიხსენიებს მათ თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს იშრომეს და გუნდი უფრო მეტად რომ ვერ განვითარდა ამაზე პასუხისმგებლობა მწვრთნელს და ფედერაციას მოთხოვეთ ეს ბიჭები არ იმსახურებენ არანაირად თქვენს ლანძღვას. ყველაფერი იქედან დაიწყო. 1)ერთადერთი ქართველი გყავთ ზურაბ ჟვანია, რომელიც თამაშობს ინგლისურ პრემიერშიფში და საქართველოს სახელი ასე გააქვს მსოფლიოში და ჩამოვიდა საქართველოში წარმატებული სეზონის შემდეგ ერთ ადამიანს ფედერაციიდან არ გიკითხავთ როგორ მოსწონს მისი გუნდი ან როგორ შეეწყო.2) ზურას საუკეთესო ლელოს დამალვა ,ლელოების დასახელების დროს.3) მიზეზების მოგონება და ანკესზე წამოგება-ყველამ კარგად იცით როგორი რთული და გადამღლელი სეზონი ჩაატარა ზურამ და ახალ ჩამოსულს მოსთხოვეს დაუყოვნებლივ ბაზაზე შესვლა, როცა ოფიციალურად მას ეკუთვნის რამოდენიმე კვირა დასასვენებლად ისევ იმისვის რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.ამაზე რომ ვერ წამოაგეს შემდეგ მიზეზი გახდა ტესტ მატჩი -რომელიც ზურასნაირად ვერ ჩააბარა მინიმუმ 7 მა ადამიანმა ნაკრებში მაგრამ ისინი მოხვდნენ შემადგენლობაში.შერჩევითი სამართალი კი განაპირობა მწვრთნელის მიმხრობილობამ და იმან რომ ყავს საკუთარი ფავორიტები ზურას პოზიციაში.,მაგრამ გვყავს კი ასეთი მორაგბეები დასაკარგი? მე ყველას წარმატება მიხარია და წარმატებას ვუსურვებ რადგან საკუთარსაც არ ვუჩივით ,მაგრამ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მხოლოდ მწვრთნელი და არსებული მდგომარეობაა ფედერაციაში რომელიც უნდა დალაგდეს. ზურამ მიიღო უდიდესი დარტყმა ან პერიოდში რადგან მისთვის საქართველოს სახელით თამაში და მისი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,მაგრამ გაირა ეს პერიოდი ,რადგან წარმატებული ადამიანია და წარმატებულად ასპარეზობს ინგლისურ პრემიერშიფში. ველოდებით რას? ძალიან დიდ წარმატებას და ეს ყველაფერი ზურასგან მოგხმარდებათ თქვენ და ქართველ გულშემატკივრებს. რაგბი აუცილებლად არის ქართველების თამაში და შემდეგ მსოფლიოზე ქართველები გამარჯვებულები იქნებიან . მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქართველ გულშემატკივარს ზურას ასეთი სიყვარულისთვის.❤️❤️❤️????????????????we are georgia.rugby is Georgian game. Here we go????????????"

შეგახსენებთ , რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაში ჟვანია ვერ მოხვდა , რაზეც ბურჯმა თავის დროზე განცხადება გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები