Aa
Aa

"ცუდია, რომ ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია"! - ჟვანია მსოფლიო თასზე ვერ ითამაშებს

საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრების წევრმა, ზურაბ ჟვანიამ, სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართვა გაავრცელა. ჟვანიას თქმით, იგი "ბორჯღალოსნებს" მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება, რაც კონკრეტულ ადამიანთა პირადი ინტერესების გამო ხდება. მის მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა და ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ.

გთავაზობთ მორაგბის მიმართის სრულ ვერსიას:

"მივმართავ ყველა გულშემატკივარს, მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა დაფასებისთვის, გულშემატკივრობისთვის.....

სამწუხაროა, რომ წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დავეხმარები, მინდა იცოდეთ , რომ ეს ჩემი პირადი სურვილის გამო არ მომხდარა! ისევ თქვენი და საქართველოს გულისთვის მინდოდა მეთამაშა განსაკუთრებით რუსეთის წინააღმდეგ!

მაგრამ მოხდა შემდეგი: კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე. ცუდია რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია! მაგრამ, იცოდეთ, მე აუცილებლად გაგახარებთ!

ჩემს ქვეყანაში თუ ამის უფლებას არ მაძლევენ იძულებული ვიქნები სხვა ქვეყნიდან გავაკეთო ეს. მინდა, წარმატება ვუსურვო ჩემს მეგობრებს, საქართველოს ნაკრებს. მადლობა ყველა თქვენგანს ყურადღებისთვის.

დასმულ კითხვებს წინასწარ ვცემ პასუხებს. ვისაც ენდომება ამ თემაზე საუბარი, ყველასთვის გახსნილი იქნება, რადგან არ ვარ პირველი, მაგრამ მინდა ვიყო უკანასკნელი, ვისაც უსამართლობა შეემთხვა და მომავალში სხვაც არ აღმოჩნდეს ჩემს სიტუაციაში.

საქართველოში ჩამოვედი საქართველოსთვის და თქვენთვის, ჩემი გულშემატკივრებისთვის, მაგრამ, მინდა, ვისაუბრო ამ საკითხზე და ისე დავბრუნდე უკან ღირსეულად. მინდა, საქართელო და თქვენ კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ"!!! - წერს ჟვანია.

ცხელი ამბები