მერაბ შარიქაძე :
Aa
Aa

მერაბ შარიქაძე : "დიდი ბოდიში, რომ ვერ შევძელით თქვენი გაბედნიერება"

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ჩააგდო და ფიჯისთან 10:45 დამარცხდა.

მილტონ ჰეიგის გუნდმა დაცვაში კვლავინდებურად საშინლად ითამაშა და დამსახურებულადაც დამარცხდა.

ფიჯიმ ყველა სათამაშო კომპონენტში დაგვჯაბნა და რაც ყველაზე მეტად გასაკვირია შერკინებაშიც გვაჯობეს...

ამრიგად, „ბორჯღალოსნები“ ჯგუფში მე-3 ადგილს ვეღარ დაიკავებენ და მომდევნო მსოფლიოზე პირდაპირ ვეღარ მოხვდებიან.

მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ კომენტარი გააკეთა : 

"ფიჯელებმა საუცხოოდ ითამაშეს, ჩვენ კი ვერ შევძელით ისე თამაში, რომ შესაძლებლობები ქულებად გვექცია და რთქმაუნდა შედეგი ძალიან გულდასაწყვეტია.  ჩვენ ყოველთვის თავდადებით ვთამაშობთ, მაგრამ ზოგჯერ ეს საკმარისი არაა. თამაშის მოსაგებად ქულებია საჭირო.მინდა, რომ ბოდიში მოვუხადო ჩვენს გულშემატკივარს. ვიცით თუ რას ნიშნავდა ეს მატჩი მათთვის და დიდი ბოდიში, რომ ვერ შევძელით თქვენი გაბედნიერება"

ცხელი ამბები