Aa
Aa

"საქართველო რუსეთი არ არის - მინდა, მივმართო იმ ადამიანს... შემდეგში შეცდომა აღარ დაუშვათ"

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა D ჯგუფის მეორე შეხვედრა გამართა და ურუგვაის 33:7 სძლია, 5 ლელო დადო და ბონუს ქულაც მოიპოვა!

52-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული ლელო დადო და მისი ავტორი ჯაბა ბრეგვაძე გახდა. მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული რაგბის ისტორიაში ერთ შეხვედრაში 4 ლელო აქამდე არასდროს დადებულა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ბრეგვაძემ და მილტონ ჰეიგმა მომენტით ისარგებლეს და შეხვედრის შემდგომ მომხდარ უსიამოვნო ფაქტზე ისაუბრეს.

როდესაც მატჩი დასრულდა, სტადიონზე შეცდომით რუსული სიმღერა ჩართეს...

 

ჯაბა ბრეგვაძე: „მინდა, რომ ამ მომენტით ვისარგებლო და იმ ადამიანს მივმართო, რომელმაც რუსული სიმღერა ჩართო - გთხოვთ შემდეგ ჯერზე შეცდომა აღარ დაუშვათ“.

მილტონ ჰეიგი: „მატჩის შემდეგ ჩართული სიმღერა რუსული იყო. ჩვენ გვინდა, რომ გარკვევით ვთქვათ რუსეთი საქართველო არ არის და საქართველო რუსეთი არ არის. ჩვენ განსხვავებული ენები გვაქვს, განსხვავებული კულტურა და ყველაფერი განსხვავებული გვაქვს“.

ცხელი ამბები