Aa
Aa

იპონი 25 წამით ადრე - თუშიშვილის ოქროს მედალი ტაშკენტის გრან-პრიზე!

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს გრან-პრი მიმდინარეობს. +100 კგ. წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა ფალავანმა გადამწყვეტ შეხვედრაში უზბეკი ბეკმუროდ ოლტიბოევი დაამარცხა და საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა. 

აღსანიშნავია, რომ თუშიშვილმა შეხვედრის დასრულებამდე 25 წამით ადრე იპონით გაიმარჯვა.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, თუშიშვილმა ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, ქართველმა სპორტსმენმა ყაზახი იერასილ ხაჟიბაევსის დამარცხების შემდეგ უზბეკი ალიშერ იუსუპოვის ბარიერი დაძლია და ნახევარფინალში გავიდა. თუშიშვილმა იაკივ ხამოს ძლევით ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. 

 

ცხელი ამბები