კაკა copa america-ზე ითამაშებს
რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დუნგამ ტრავმირებული დუგლას კოშტას ნაცვლად ნაკრებში კაკა გამოიძახა.
"ბაიერნის" შემტევმა გერმანიის თასის ფინალში ბარძაყის ტრავმა მიიღო და 3 ივნისს დასაწყებ ტურნირს ამ მიზეზით გამოტოვებს.
ეს კი ნიშნავს იმას, რომ "ორლანდო სიტი"-ს ბრაზილიელი ვარსკვლავი copa america-ზე "სელესაოს" მაისურს მოირგებს.
19 წლის კაკას დებიუტი ნაკრებში 2002 წელს შედგა, მაშინ როცა "პენტაკამპეონებს" ლუიშ ფელიპე სკოლარი თავკაცობდა, მას შემდეგ ამ ფეხბურთელმა 91 კეპი დააგროვა.