თუთაშვილი და ლიპარტელიანი ფინალში გავიდნენ
Aa
Aa

თუთაშვილი და ლიპარტელიანი ფინალში გავიდნენ

ფინეთში სტარტი აიღო ძიუდოს ახალგარზდულმა ევროპის ჩემპიონტმა, სადაც საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით ასპარეზობს.

პირველ საასპარეზო დღეს ჩემპიონატის ფინალებში გიორგი თუთაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი გავიდნენ.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა ძიუდოისტმა ვანტააში 4 შეხვედრა გამართა და ოთხივე გაიმარჯვა.

თუთაშვილი ფინალში მოლდოველ ადილ ოსმანოვს შეხვედბა, რომელმაც მეორე წრეში ლუკა კაპანაძე დაამარცხა.

გოგონების 57 კილოგრამში ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ეთერ ლიპარტელიანი იტალიელ სილვია პელიტერის შეხვდება.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინეთში 3 შეხვედრა გამართა და სამივეში იპონებით იმარჯვა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:30 საათძე განახლდება.