ჰატაკიკომი - ტოჩინოშინის მე-2 გამარჯვება
Aa
Aa

ჰატაკიკომი - ტოჩინოშინის მე-2 გამარჯვება "აკი ბაშოზე"!

ტოკიოში „აკი ბაშოს“ მე-5 დღის ბრძოლები გაიმართა. ქართველი ოძეკის ტოჩინოშინის მეტოქე მე-3 მაეგაშირა ტომოკაზე იყო, რომელიც სკამაოდ მარტივად ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.

 

დღევანდელი ბრძოლა ლევან გორგაძესა და ტომოკაზეს შორის პირველი იყო. აქამდე ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ არასდროს დამდგარან.

„აკი ბაშოს“ მე-6 დღეს ტოჩინოშინი უხერხულ მეტოქეს მე-4 მაეგაშირა ტამავაშის დაუპირისპირდება.

ლევანსა და მონღოლს შორის სულ დაძაბული და საინტერესო ბრძოლები იმართება ხოლმე. ისინი ერთმანეთს სულ 23-ჯერ შეხვდნენ. 16-ჯერ ტოჩინოშინმა მოიგო, 7-ჯერ კი ტამავაშიმ.

შეგახსენებთ, რომ ქართველ რიკიშის 8 ბრძოლის მოგება სჭირდება, რომ ოძეკის წოდება შეინარჩუნოს.

ცხელი ამბები