ბორჯღალოსნები იაპონიაში სოციალურ აქტივობაში ჩაერთვნენ
Aa
Aa

ბორჯღალოსნები იაპონიაში სოციალურ აქტივობაში ჩაერთვნენ

ქართველი მორაგბეები იაპონიაში იმყოფებიან.

ბორჯღალოსნები იაპონიაში მსოფლიო თასისთვის მზადების პარალელურად სოციალურ აქტივობებში ჩაერთვნენ .

ეროვნული ნაკრები 6 ჯგუფად გაიყო და ტოკუშიმას პრეფექტურის ექვს სხვადასხვა სკოლას ეწვია.

ბორჯღალოსნები იაპონიაში მიჯრიდ მეხუთე მსოფლიო თასზე იასპარეზებენ.

ეროვნული ნაკრები D ჯგუფში მოხვდა , სადაც მათი მეტოქეები ავსტრალია , უელსი , ფიჯი და ურუგვაი იქნებიან.

მილტონ ჰეიგის გაწვრთნილი გუნდი პირველ შეხვედრას 23 სექტემბერს უელსთან გამართავს.

აღნიშული მატჩი ტოიოტაში გაიმართება და თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება.