ბორჯღალოსნები იაპონიაში სოციალურ აქტივობაში ჩაერთვნენ
ქართველი მორაგბეები იაპონიაში იმყოფებიან.
ბორჯღალოსნები იაპონიაში მსოფლიო თასისთვის მზადების პარალელურად სოციალურ აქტივობებში ჩაერთვნენ .
ეროვნული ნაკრები 6 ჯგუფად გაიყო და ტოკუშიმას პრეფექტურის ექვს სხვადასხვა სკოლას ეწვია.
ბორჯღალოსნები იაპონიაში მიჯრიდ მეხუთე მსოფლიო თასზე იასპარეზებენ.
ეროვნული ნაკრები D ჯგუფში მოხვდა , სადაც მათი მეტოქეები ავსტრალია , უელსი , ფიჯი და ურუგვაი იქნებიან.
მილტონ ჰეიგის გაწვრთნილი გუნდი პირველ შეხვედრას 23 სექტემბერს უელსთან გამართავს.
აღნიშული მატჩი ტოიოტაში გაიმართება და თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება.