ტონი ფერგიუსონი:
Aa
Aa

ტონი ფერგიუსონი: "ხაბიბის სტილი ჩემთვის მოსაწყენია"

7 სექტემბერს, აბუ დაბიში ხაბიბ ნურმაგომედოვმა საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა და დასტინ პორიეს უპრობლემოდ სძლია. მორიგი გამარჯვების შემდეგ MMA-ის  ქომაგები მას ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად მოიხსენიებენ, მაგრამ ერთი პიროვნება ხაბიბის გამოსვლით  დიდად არ აღფრთოვანებულა. ეს ადამიანი სავარაუდოდ ნურმაგომედოვის მომდევნო მეტოქე იქნება. საუბარი ტონი ფერგიუსონზე გვაქვს.

“ელ კუკუიმ“ ხაბიბისა და მისი სტილის შესახებ ESPN-თან ისაუბრა და განაცხადა: "ზარმაცი და სწორხაზოვანი. ხაბიბის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მან მშვენივრად იასპარეზა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ნურმაგომედოვი ჩინებული მებრძოლია, მაგრამ მასთან საჩხუბრად დიდი ხანია ვემზადები და ვიცი ხაბიბი როგორ უნდა გავტეხო“.

ESPN-ის ჟურნალისტმა ფერგიუსონს სთხოვა დაეზუსტებინა სიტყვა „ზარმაცში“ რას გულისხმობდა, რაზეც ტონიმ აღნიშნა, რომ ხაბიბის ჩხუბის სტილი საინტერესო არ გახლავთ.

„მე მუშტებით, ფეხებით, მუხლებითა და იდაყვებით დარტყმებს ხშირად ვახორციელებ. მე ასეთი სტილი მაქვს და როცა ვხედავ მებრძოლს, რომელიც მხოლოდ მოწინააღმდეგის რკინის ღობესთან მიყვანას ცდილობს, არ აქტიურობს და მეტოქეს ზედ „სველი საბანივით“ ეკვრის, ამ ტერმინს ვიყენებ. ხაბიბი სველი საბანივითაა და ერთ ადგილასაა გაჩერებული, თუმცა იგი ოპონენტებზე დიდ ზეწოლას ახორციელებს. მისი სტილი საინტერესოა, მაგრამ პირადად ჩემთვის მოსაწყენია".

ცხელი ამბები