Aa Aa
9 სექტემბერი 2019  |  12:54

ტრავმირებული ტოჩინოშინის მეორე მარცხი "აკი ბაშოზე" - ქართველი იორიკირით დამარცხდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში სეზონის ბოლოსწინა ბაშო მიმდინარეობს, რომლის მეორე დღეს ლევან გორგაძემ მორიგი ორთაბრძოლა გამართა და მე-2 მაეგაშირა ასანოიამას დაუპირისპირდა. 

ტოჩინოშინმა ტურნირის პირველ დღეს მარცხი განიცადა, ასანოიამამ კი იმარჯვა. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, მათში უპირატესობა იაპონელს ჰქონდა და 2:1-ს იგებდა.

დღევანდელი ბრძოლაც აზიელის უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით დასრულდა, ტოჩი მეტოქესთან იორიკირის ილეთით დამარცხდა. 

 

შედეგად, ქართველ რიკიშის ორი დღის შემდეგ ბალანსი 0:2-ზე აქვს და საქმე უკვე საგრძნობლად გაირთულა. გორგაძე "კადობანში" იმყოფება, რაც ნიშნავს, რომ თუკი მიმდინარე ბაშოზე დადებითი ბალანსი ვერ დააფიქსირა, ოძეკის წოდებას კიდევ ერთხელ დაკარგავს.

"აკი ბაშოს" მე-3 დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე ჰოკუტოფუჯი იქნება, რომელიც წოდებით 1-ლი მაეგაშირაა. ლევანი მას აქამდე 6-ჯერ შეხვდა და 3-ჯერ დაამარცხა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები