“აკი ბაშო“ ჰაკუჰოს გარეშე გაგრძელდება
Aa
Aa

“აკი ბაშო“ ჰაკუჰოს გარეშე გაგრძელდება

რიოგოკუ კოკუგიკანში“ მიმდინარე ბაშოს ლეგენდარული იოკოძუნა, ჰაკუჰო ჩაეხსნა. 34 წლის სუმოტორს თითი აქვს მოტეხილი და ტურნირზე გამოსვლას ვეღარ გააგრძელებს.

ჰაკუჰომ „აკი ბაშოს“ გახსნითი ჯახი პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის წინააღმდეგ ჩაატარა და სენსაციური მარცხი იწვნია. რაც შეეხება მიღებულ გადაწყვეტილებას, იგი ჰაკუჰოს ოჯახის უფროსმა გაასაჯაროვა.

 

„კვირას გამართულ მატჩში ჰაკუჰო მარჯვენა ხელს საერთოდ ვერ იყენებდა. იგი ამ ტრავმის გამო ნერვიულობდა, მაგრამ ალბათ უბრალოდ დოჰიოზე გასვლა და ცდა სურდა“. - განაცხადა მიიაგინომ.

ჰაკუჰოს გარეშე ტურნირის გამოკვეთილი ფავორიტი კაკურიუა. მონღოლი იოკოძუნა პირველ ორთაბრძოლაში კომუსუბის წოდების მქონე ენდოს გაეჯიბრა და ჰატაკიკომის ილეთით სძლია. ჰაკუჰო კი დღეს წესითა და რიგით აბის უნდა შერკინებოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა იოლი გამარჯვება გაიფორმა.

ცხელი ამბები