Aa Aa
9 სექტემბერი 2019  |  10:17

დენა უაითი: „ხაბიბის მომდევნო მეტოქე ალბათ ტონი ფერგიუსონი იქნება, თუმცა“...

UFC-ის დაუმარცხებელმა მებრძოლმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ბოლო შერკინება შესანიშნავად ჩაატარა, დასტინ პორიეს შანსი არ დაუტოვა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საჩემპიონო ქამრის ზედიზედ დაცვის შემდეგ, შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები დაღესტნელის მომდევნო მეტოქეზე ალაპარაკდნენ. ამ საკითხს UFC-ის პრეზიდენტი, დენა უაითიც გამოეხმაურა. ამ უკანასკნელს ნურმაგომედოვის სამომავლო გეგმების შესახებ ჰკითხეს, რაზეც უაითმა განაცხადა: „ხაბიბის მომდევნო მეტოქე ალბათ ტონი ფერგიუსონი იქნება, თუ რა თქმა უნდა მან ნურმაგომედოვთან ბრძოლაზე უარი არ თქვა“.

„ხაბიბი ოქტაგონზე აუცილებლად გავა და ვნახოთ რა მოხდება. თუ ტონიმ ხაბიბთან ჩხუბი არ ისურვა, ან მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, პრობლემები შეექმნა, რამეს მოვიფიქრებთ. ასეთ შემთხვევაში კონორი შესანიშნავი ვარიანტია“.

„მაკგრეგორს ხაბიბთან ჩხუბი ძალიან უნდა და დარწმუნებული ვარ მატჩრევანშის ხილვით გულშემატკივრებიც დაინტერესებულები არიან. ასე რომ ვნახოთ ყველაფერი როგორ განვითარდება“.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები