სექტემბრის ბაშოს წინ განახლებული ბანძუკე გამოქვეყნდა
Aa
Aa

სექტემბრის ბაშოს წინ განახლებული ბანძუკე გამოქვეყნდა

რამდენიმე საათის წინ იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სუმოტორები შემოდგომის „აკი ბაშოზე“ იასპარეზებენ.

ქართველი სეკიტორი, ლევან გორგაძე, დასავლეთის მეორეს ნაცვლად აღმოსავლეთის მეორე ოძეკის სტატუსით გამოვა, რაც ტაკაკეიშოს დაქვეითებას უკავშირდება. „აკი ბაშოზე“ ტოჩინოშინი კადობანში იქნება და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად კაჩი-კოშის გაფორმება დასჭირდება.

სამწუხაროდ მეორე ქართველი სუმოტორი, თეიმურაზ ჯუღელი დაქვეითდა. გაგამარუ ჯურიოს დივიზიონში იასპარეზებს და მეათე ნომრად იქნება გამწესებული.

განახლებულ ბანძუკეს იოკოძუნები კაკურიუ და ჰაკუჰო ლიდერობენ. მათ ოძეკის რანგის მქონე სეკიტორები მოჰყვებიან, რომელთა შორის ლევან გორგაძის გარდა გოეიდო და ტაკაიასუ არიან. სექტემბრის ბაშოზე მიტაკეუმი და ტაკაკეიშო სეკივაკის წოდებით იასპარეზებენ. აღსანიშნავია, რომ თუ ტაკაკეიშომ 10 გამარჯვების დაფიქსირება მოახერხა ოძეკის რანგს დაიბრუნებს.

შეგახსენებთ, რომ „აკი ბაშო“ სტარტს 8 სექტემბერს აიღებს.

ცხელი ამბები