17 წლამდე წყალბურთელები გერმანელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან
Aa
Aa

17 წლამდე წყალბურთელები გერმანელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან

თბილისის ოლიმპიურ აუზში წყალბურთში ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები კონტინენტის შარშანდელ ჩემპიონ საბერძნეთს შეხვდა და ანგარიშით 7:18 დამარცხდა.

ჩვენი გუნდიდან 3-3 გოლი თევდორაშვილმა და დადვანმა გაიტანეს, 1 გოლი კი გიორგაძის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 1 გამარჯვება რუმინეთთან მოიპოვა, მესამე ადგილი დაიკავა და 1/4-ფინალის საგზურისთვის D ჯგუფში მე-2 პოზიციაზე გასულ გერმანიას დაუპირისპირდება.

მატჩი დღეს 19:00 საათზე დაიწყება.   იმ შემთხვევაშო თუ სოსო მაისურაძეს გაწვრთნილი გუნდი გერმანიას მოუგებს, ჩვენი ნაკრები შემდეგ ეტაპზე იტალიას შეხვდება.

 

ცხელი ამბები